ფეხბურთის ზეიმი ბათუმში – დინამომ საბურთალოს წაგებული მატჩი ამოუტრიალა – ვიდეო

ფეხბურთის ზეიმი ბათუმში - დინამომ საბურთალოს წაგებული მატჩი ამოუტრიალა - ვიდეოგუშინ საქართველოს პირველობის მატჩში ბათუმში ადგილობრივ დინამოსა და საბურთალოს შორის ნამდვილი თრილერი დატრიალდა.

შეხვედრა, რომელსაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მასპინძლებმა რადიკალურად შემოატრიალეს, საბურთალოს 4 გოლი გაუტანეს და 4:2 მოუგეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმელი ქომაგების საოცარი აქტიურობა, რამაც შეხვედრას სერიოზული პეწი შესძინა.

თუ ის ატმოსფერო, რაც ბათუმის სტადიონზე იყო, საქართველოს პირველობის სხვა შეხვედრებზეც იქნება, საქართველოს ჩემპიონატი შეიძლება რაღაცას დაემსგავსოს.