საბურთალოზე მაღაზია დააყაჩაღეს – დამნაშავე გაქცეულია

საბურთალოზე მაღაზია დააყაჩაღეს - დამნაშავე გაქცეულიათბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით თანხის წაღება მოახერხა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნიუპოსტს“ არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაჩაღობის შედეგად მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.