ჭდე: საპატრიარქო

დავით ბერძენიშვილი – “საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”

დავით ბერძენიშვილის ვაჟი - ”ოცმა პოლიციელმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანა”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპატრიარქოში განვითრებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, საპატრიარქოს ირგვლივ განვითრებულ მოვლენებზე თქვენი პოზიცია როგორია? – “ჭირმა თავი არ დამალა”. საქართველოს საპატრიარქოში სისტემური კრიზისია. ეს სინოდი და ეს ეპისკოპატი არ არის შემძლე, რომ ამ კრიზისს გაუმკლავდეს. საჭირო არის საეკლესიო ცხოვრების განახლება. ასეთი კრიზისების […]

საპატრიარქოსთან ჯებირები მიიტანეს

საპატრიარქოსთან ჯებირები მიიტანეს

საპატრიარქოში, სადაც 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს ჯებირები მიიტანეს. სავარაუდოდ, აღნიშნულ ჯებირებს საპატრიარქოს ეზოს შესასვლელთან განათავსებენ. რაც შეეხებათ სინოდის წევრებს, ისინი საპატრიარქოში დილის ათი საათიდან იკრიბებიან, თუმცა არცერთ მათგან მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საპატრიარქო – “ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გეი-პრაიდი თბილისში არ დაუშვას”

წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო - "ალბათ რამდენიმე დღე გაგრძელდება"

საქართველოს საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება. ამასთან, საპატრიარქო განმარტავს, რომ მათთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და მას ემიჯნებიან. „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გათავაზობთ: „როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ცხოვრების წესი, რომელსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ […]

 საპატრიარქო ემიჯნება სასულიერო პირების მხრიდან გამწვავების მცდელობას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს

 საპატრიარქო ემიჯნება სასულიერო პირების მხრიდან გამწვავების მცდელობას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად. გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება […]

პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს

პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს

პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს – ამის შესახებ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი. კითხვაზე, “რამდენად ენდობით პატრიარქს,” გამოკითხულ რესპონდენტთა 66% ამბობს, რომ ილია მეორეს სრულად ენდობა. მხოლოდ 9% ამბობს, რომ მას ძირითადად არ ენდობა. რაც შეეხება კითხვას, “რამდენად ენდობით საპატრიარქოს,” გამოკითხულთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ სრულად ენდობა, 29% კი ამბობს, რომ ძირითადად არ ენდობა.

უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება საპატრიარქოს – EMC-ს კვლევა

წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო - "ალბათ რამდენიმე დღე გაგრძელდება"

სახელმწიფომ 2014-2018 წლებში საპატრიაქროს დიდი ქონება გადასცა, კერძოდ 1 714 822 კვ.მეტრი მიწისა და 379 700 ლარის ოდენობით სარეზერვო ფონდიდან. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევის მიხედვით, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი პოლიტიკური მოვლენების და საარჩევნო პროცესების პარალელურად იზრდება. 2016-18 წლებში 80 ათასი კვ. მეტრის ოდენობის უძრავი ქონება გადასცა მთავრობამ საპატრიარქოს. საპატრიარქოსთვის დაუსაბუთებლად გადაცემული ქონებების […]

საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას დათანხმდა – რაზე ესაუბრა მეუფე ანტონი პატიმარს

საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას დათანხმდა - რაზე ესაუბრა მეუფე ანტონი პატიმარს

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე თანახმაა. ამის შესახებ განცხადება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა 1 მარტს გააკეთა. 1 მარტს მეუფე ანტონმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულა. ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს მოთხოვნა დეკანოზის შეწყალებაზე დასაბუთებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის იმსჯელებენ საპატრიარქოში ამ საკითხზე. – მე მოვედი პატიმრის მოსანახულებლად და იმ […]

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან კარავს შლის. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა და აზიარონ. დეკანოზის ოჯახის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ამ დრომდე წმინდა სინოდს ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დაუფუქსირებია. მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. რუსთავი 2

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. განცხადება კანონპროექტის გაწვევის შესახებ სწორედ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. „მთავარი საკითხი იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, გვქონდა მსჯელობა […]

საპატრიარქო – ”ტყუილია, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო – ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის ნებისმიერი მიზნით მოყვანას”

საქართველოს ეკლესიამ 1923-1928 წლებში შობის ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშვნა ხალხის გაუნათლებლობის მოტივით შეაჩერა

მარიხუანის ლეგალიზებისა და კულტივაციის საკითხს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება. „მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და […]