სახელმწიფომ 2014-2018 წლებში საპატრიაქროს დიდი ქონება გადასცა, კერძოდ 1 714 822 კვ.მეტრი მიწისა და 379 700 ლარის ოდენობით სარეზერვო ფონდიდან.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევის მიხედვით, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი პოლიტიკური მოვლენების და საარჩევნო პროცესების პარალელურად იზრდება.
2016-18 წლებში 80 ათასი კვ. მეტრის ოდენობის უძრავი ქონება გადასცა მთავრობამ საპატრიარქოს. საპატრიარქოსთვის დაუსაბუთებლად გადაცემული ქონებების რაოდენობა დიდია და ტენდენციაც, რომ არ ხდება დასაბუთება გადაცემული ქონებების, ნარჩუნდება ბოლო წლების განმავლობაშიც.
კვლევის ავტორების ხაზს უსვამენ ერთ ტენდენციას, რომ მაგალითად, 2018 – საარჩევნო წელს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უძრავი ქონება გადაეცა საპატრიარქოს.
„ქონებების გადაცემა არ ხდება როგორც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ქონებების გადაცემა, საერთოდ არ უკავშირდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული რესტიტუციის ვალდებულებას. ეს არის თვითნებური, ყოველგვარი საჯარო, ლეგიტიმური მიზნის გარეშე ქონებების გადაცემა, რომელიც ისევ და ისევ, ეკლესიის უპირობო პრივილეგირების წესით ხორციელდება, რაც რა თქმა უნდა, არ ჯდება არც სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპში… მათ შორის დაფინანსებების პრაქტიკა აჩვენებს, წინა ხელისუფლების პერიოდშიც და ახლაც რომ, დაფინანსებები და უძრავი ქონების გადაცემა, ეს არის ის იარაღი, რომლითაც სოციალური და პოლიტიკური კრიზისების დროს იყენებს ხელისუფლება, რომ მან ეკლესიის წინააღმდეგობა შეაკავოს ან მისი ლოიალობა მოიპოვოს,“ – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

