ჭდე: საქართველოს მოქალაქე

უკრაინაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე მოკლეს – დააკავეს 25 წლის მამაკაცი

უკრაინაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე მოკლეს - დააკავეს 25 წლის მამაკაცი

უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა 17 თებერვალს, გვიან ღამით, სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში მოხდა. როგორც ცნობილია, შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გადაინაცვლა. 25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ამასთანავე, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამნაშავე ადგილიდან […]

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – მას სადეპორტო დაწესებულებაში გულის შეტევა დაემართა

იტალიაში ქართველი ტურისტი ცემეს და გაძარცვეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევა სახელდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. „საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებენ უწყებაში. ქართველი […]

თბილისიდან იტალიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე მკვლელობისთვის დააკავეს

თბილისიდან იტალიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე მკვლელობისთვის დააკავეს

იტალიაში საქართველოს 41 წლის მოქალაქე ტ.ბ დააკავეს, რომელიც მკვლელობისთვის 3 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება მარკონის აეროპორტში მოხდა, მას შემდეგ რაც ის შესაბამის ბაზაში არსებული მონაცემებით ამოიცნეს. მამაკაცი იტალიაში თბილისიდან 16 სექტემბერს ჩაფრინდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მასზე ძებნა 2015 წლის 10 აგვისტოდან რუსეთს აქვს გამოცხადებული და დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 41 წლის მამაკაცი […]

კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – “თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა”

კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - "თვითმკვლელობის ვერსიის არ გვჯერა"

კანადაში გარდაცვლილი ქართველის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების პროცესში ჩართვას და გარდაცვალების მიზეზის ერთობლივად დადგენას სთხოვს. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, გარდაცვლილი, ვალების გამო, ორგანიზებული კრიმინალის მსხვერპლი იყოს. „გარდაიცვალა პიროვნება, რა ვითარებაში პასუხს ვერ ვიღებთ. იყო საუბარი, რომ ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა და კითხვის ნიშნები გვაქვს როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა“, […]

რომის ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

რომის ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. პოლიციელებმა მაროკოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ […]

ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა “Daily Sabah” ავრცელებს. მათივე ცნობით, ათი დაკავებულიდან ცხრა სირიელი იყო, ხოლო ერთი კი საქართველოს მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს კონტაქტები ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან სირიაში. რუსთავი 2

იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს, 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს

იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს, 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს

იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს. ისინი ამ დრომდე რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში არიან დაკავებული და საქართველოში უკან გამოგზავნას ელოდებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საელჩო კავშირზეა იტალიელ სამართალდამცავებთან და ფაქტთან დაკავშირებით სრულად არის საქმის კურსში. 6 მოქალაქიდან, რომლებიც საზღვარზე არ შეუშვეს საკონსულოს დახმარებისთვის მხოლოდ სამმა მიმართა. რაც შეეხება არ შეშვების მიზეზებს, იტალიელი […]

საბერძნეთში 42 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს – მამაკაცს აფხაზეთიდან ტყვიები თავში აქვს მოხვედრილი

საბერძნეთში 42 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს - მამაკაცს აფხაზეთიდან ტყვიები თავში აქვს მოხვედრილი

საბერძნეთის პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, რომელთაც თესალონიკში, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან 42 წლის მამაკაცი მოკლეს. საბუთების შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, კერძოდ კი, აფხაზეთში დაბადებული. შემთხვევა 10 თებერვალს იასონიდუს ქუჩაზე, 21:40 საათზე მოხდა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 წლის ქართველი მამაკაცი ჩაცხრილეს. მას ტყვიები თავის არეში აქვს ნასროლი. პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე მაფიოზურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს. […]

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა – Il Fatto Quotidiano -ს ცნობით, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში მოქალაქე ჯერ გაშიშვლდა და „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა. როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. მოქალაქეს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარეს. ნიუპოსტი

ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ქალაქ სარაგოსას პოლიციის ინფორმაციით, 27 და 28 წლის მამაკაცები მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეღწევას ცდილობდნენ. ჩხრეკისას მათ სხვა ბინებიდან მოპარული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ. პოლიციის ცნობით ერთ-ერთ დაკავებულს საბერძნეთის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ჰქონდა. რუსთავი 2