იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს, 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს

იტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს, 1 პირი კლინიკაში გადაიყვანესიტალიაში საქართველოს 6 მოქალაქე არ შეუშვეს. ისინი ამ დრომდე რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში არიან დაკავებული და საქართველოში უკან გამოგზავნას ელოდებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საელჩო კავშირზეა იტალიელ სამართალდამცავებთან და ფაქტთან დაკავშირებით სრულად არის საქმის კურსში. 6 მოქალაქიდან, რომლებიც საზღვარზე არ შეუშვეს საკონსულოს დახმარებისთვის მხოლოდ სამმა მიმართა.

რაც შეეხება არ შეშვების მიზეზებს, იტალიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმყოფებოდნენ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და თან ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი’’.

იტალიის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარის თქმის ძირითად მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. სასაზვრო პოლიციის უფროსი ინსპექტორის განცხადებით, ფიუმიჩინოს აეროპორტში გაჩერებული ექვსივე მოქალაქე უზრუნვეყოფილია საკვებით, სასმელი წყლითა და ყველა საჭირო საშუალებით. ისინი იმყოფებიან უკან დასაბრუნებელთა სპეციალურ ოთახში და დაბრუნდებიან საქართველოში იმავე ავიაკომპანიის შემდეგი რეისით, რომელიც განხორციელდება ორ დღეში. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანს, ნარკოდამოკიდებულების გამო დაჭირდა სამედიცინო სტაციონარში გადაყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

პრაიმ ტაიმი