ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავესესპანეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ქალაქ სარაგოსას პოლიციის ინფორმაციით, 27 და 28 წლის მამაკაცები მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეღწევას ცდილობდნენ.

ჩხრეკისას მათ სხვა ბინებიდან მოპარული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ.

პოლიციის ცნობით ერთ-ერთ დაკავებულს საბერძნეთის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ჰქონდა.

რუსთავი 2