თბილისიდან იტალიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე მკვლელობისთვის დააკავეს

თბილისიდან იტალიაში ჩასული საქართველოს მოქალაქე მკვლელობისთვის დააკავესიტალიაში საქართველოს 41 წლის მოქალაქე ტ.ბ დააკავეს, რომელიც მკვლელობისთვის 3 წლის განმავლობაში იძებნებოდა.

მისი დაკავება მარკონის აეროპორტში მოხდა, მას შემდეგ რაც ის შესაბამის ბაზაში არსებული მონაცემებით ამოიცნეს.

მამაკაცი იტალიაში თბილისიდან 16 სექტემბერს ჩაფრინდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მასზე ძებნა 2015 წლის 10 აგვისტოდან რუსეთს აქვს გამოცხადებული და დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

41 წლის მამაკაცი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია, სასამართლო უახლოეს მომავალში მის რუსეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავს.

ნიუპოსტი