ჭდე: სიკვდილი

ტრამპმა ალ ქაიდას მეთაურ ჯამალ ალ-ბადავის სიკვდილი დაადასტურა

ტრამპმა ალ ქაიდას მეთაურ ჯამალ ალ-ბადავის სიკვდილი დაადასტურა

“ალ-ქაიდას” ერთ-ერთი მეთაური ჯამალ ალ-ბადავი, რომელიც იემენში 2000 წელს აშშ-ის სარაკეტო გამანადგურებელზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის საჰაერო ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაადასუტრა, წერს BBC. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა დაღუპული გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სამართლიანობა აღასრულეს. აშშ-ის თავდაცვის უწყებების განცხადებით, წინასწარ დაგეგმილი იერიში გასულ სამშაბათს დრონის დახმარებით, იემენის დედაქალაქში განხორციელდა. იერიშის […]

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც დიდ დიღომში ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც დიდ დიღომში ბავშვებს საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. როგორც ”პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა. დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები […]

სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი, მოკლეს

სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი, მოკლეს

პანკისის ხეობაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ძმა თამაზ ბათირაშვილი სირიაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლის განცხადებით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. ამის შესახებ 1tv წერს. არსებული ინფორმაციით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში იყო. 36 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. მისი […]

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში ვახშმის შემდეგ მოსწავლეები მოიწამლნენ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ 1tv-ი წერს. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი 25 წლის კაცი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ხულოში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

ზუგდიდში დათო შენგელიას ქვის საამქრო დააყაჩაღეს და 8.000 ლარი წაიღეს

ხულოს სოფელ კვატიაში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ipress-ი წერს. შემთხვევა ხულოში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ნიუპოსტის ცნობით, გოგონამ თავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ […]

გორში პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს – იქვე იარაღი და ტელეფონი ეგდო

გორში პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს - იქვე იარაღი და ტელეფონი ეგდო

19 ოქტომბერს გორში კომბინატის დასახლებაში ერედვის პოლიციის განყოფილების მოკლული თანამშრომელი, რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანში იპოვეს. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე ცხინვალის რეგიონიდან დევნილია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ადგილი, სადაც გარდაცვლილი პოლიციელი იპოვეს დაუსახლებელია და ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ. შემთხვევის ადგილზე პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ. გამომძიებლებს იქ იარაღი […]