ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვესბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

მეზობლების თქმით, გარდაცვლილი 25 წლის კაცი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.