ხულოში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

ხულოში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვესხულოს სოფელ კვატიაში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ipress-ი წერს.

შემთხვევა ხულოში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ნიუპოსტის ცნობით, გოგონამ თავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონა დღეს სკოლაში არ მისულა, მისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.