ჭდე: სომხეთი

სააკაშვილი – “მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანისაა და ამას არაფერი შეცვლის”

სააკაშვილი - "სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ"

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ […]

ერდოღანი – “თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას”

ერდოღანი - "თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთთან კონფლიქტში მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა. მისი თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. „თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადექვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, […]

თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აქსოის თქმით, ქვეყანა სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში და სომხეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში. სტაბილურობისა და მშვიდობის ყველაზე დიდი წინაღობა კავკასიაში სომხეთის მტრული განწყობაა. მან სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს დაპირისპირება, რომელიც რეგიონს ცეცხლში გახვევს, – ამბობს აქსოი. აქვე, დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ […]

სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესასებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება. სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ პირველადი ვერსიით, მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ. „არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია. გასაყიდად გამზადებულ პარტია კონფისკირებულია,“- განაცხადა ჰარუთინიანმა. მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო […]

57 წლის ბაბუას 6 წლის შვილიშვილი ცემაში შემოაკვდა  

57 წლის ბაბუას 6 წლის შვილიშვილი ცემაში შემოაკვდა  

ტრაგედია მოხდა სომხეთში – ტავუშის რაიონის სოფელ ხაშტარაქში მცხოვრები 6 წლის ბავშვი ცემის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით ერევნის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის უმცროს ძმასთან ერთად ოჯახის წევრმა სასტიკად სცემა. სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებული ჰქონდა თავის ტვინი და ფილტვები, ასევე კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. “პირველივე დღიდან ის უგონო მდგომარეობაში ხელოვნური […]

სომხეთში ოპოზიციის აქციაზე 91 პირი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციის აქციაზე 91 პირი დააკავეს

სომხეთში სამართალდამცველებმა 91 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ. სამსახურში ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის დაკითხვა მიმდინარეობს. „91 ადამიანი დაკავებულია საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო. ისინი სამ საათს დაყოფენ პოლიციის განყოფილებებში და შესაბამისი ოქმის გაფორმების შემდეგ გათავისუფლდებიან“ , – განაცხადეს პოლიციაში. კვირას დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცარუკიანის კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, […]

ფაშინიანი – “ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ”

ფაშინიანი - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. „ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო […]

ფაშინიანი – „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. „ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, […]

მასობრივი ჩხუბი სომხეთის პარლამენტში – ვიდეო

მასობრივი ჩხუბი სომხეთის პარლამენტში - ვიდეო

სომხეთის პარლამენტში დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტი ფრაქცია “ნათელი მომავლის” და ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატებს შორის მოხდა. “ჩემი ნაბიჯის” ერთ-ერთი ლიდერი მმართველი პარტიის დეპუტატებს აკრიტიკებდა, რის საპასუხოდაც  ოპონენტებისგან შენიშვნა მიიღო. საბოლოოდ, ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მმართველი ფრაქციის დეპუტატი ადგა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. ჩხუბის მომენტში პარლამენტში იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. პალიტრავიდეო

14-დან 24 მარტამდე საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება შეჩერდება

14-დან 24 მარტამდე  საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება შეჩერდება

14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. ამასთან, მხარეები […]