ჭდე: სომხეთი

ალიევი – “სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო, ან კაპიტულაციისთვის ხელი მოეწერა”

ალიევი - "მადლობა საქართველოს, რომელმაც სომხეთს იარაღი არ გაატარებინა"

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იყო, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი შეთანხმებისთვის ხელი მოწერა. „ყველამ უნდა მიიღოს ეს, უნდა შეეგუოს ამ რეალობას, ისევე როგორც […]

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, – ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში 8, შაუმიანში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში 2, ასეკერანში 8 და მარტუნის რაიონში 8 დასახლებული პუნქტი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში […]

საქართველომ თბილისში სომხეთთან წააგო

საქართველომ თბილისში სომხეთთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი სომხეთის სასარგებლოდ 1:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა დაკარგა ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლის შანსი. მატჩი “დინამო არენაზე” მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

ერევანში ოპოზიციის ლიდერები დააკავეს

ერევანში აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია „დაშნაკცუთიუნის“ პარტიის წევრი არცვიკ მინასიანი, პარტია „სამშობლოს“ წევრი, არსენ ბაბაიანი და პარტია „ეროვნული დღის წესრიგის“ წევრი, არა აკოფიანი. ერევანში გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. […]

სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა სამხედრო ხომალდებმა საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს

სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა სამხედრო ხომალდებმა საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს

საქართველომ რუსულ სამხედრო სატრანსპორტო ხომალდებს საჰაერო სივრცე გაუხსნა. ინფორმაციას “სოვა ნიუსი” Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. საარქივო ჩანაწერებით ირკვევა, რომ Ilyushin-ის ტიპის სატრანპროტო ხომალდებმა საქართველოს სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს. დანიშნულების ადგილი სომხეთი იყო, გამოფრენის ადგილები კი მოზდოკისა და ულიანოვსკის სამხდრო საჰერო ბაზები. “სოვა ნიუსი” ფაქტის დასადასტურებლად სამხედრო ხომალდების რადიო კავშირის ჩანაწერსაც აქვეყნებს.

“ბოდიში, შეგვეშალა” – აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო სომხეთის ტერიტორიაზე

"ბოდიში, შეგვეშალა" - აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო სომხეთის ტერიტორიაზე

აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. უწყებაში განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ ვერტმფრენმა გადაიფრინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმ დროს, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მსვლელობისას მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო შეტაკებები. მათივე ცნობით, ფრენა მიმდინარეობდა სიბნელეში, დაბალ სიმაღლეზე და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის საშუალების სარადარე ზონის […]

ალიევი – “საქართველოდან სომხეთში იარაღი კონტრაბანდული გზით შედის”

ალიევი - "მადლობა საქართველოს, რომელმაც სომხეთს იარაღი არ გაატარებინა"

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა 16 ოქ­ტომ­ბერს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა თურ­ქუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის А-Haber-ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­შიც ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რობს. თურ­ქი ჟურ­ნა­ლის­ტის ერთ-ერთი კი­თხვა სომ­ხე­თის­თვის ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დულ მი­წო­დე­ბას ეხე­ბო­და. – ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დრო­ი­დან სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვებს მუდ­მი­ვად მი­აქვთ რა­კე­ტე­ბი სომ­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ერევ­ნის აე­რო­პორ­ტში. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხდე­ბა […]

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა

სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომვა სცადეს, ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადების მიხედვით, შემთხვევა დაახლოებით 21 საათზე მოხდა. სომხურმა მხარემ გაუშვა რაკეტა ნავთობსადენის მისამართით, რომელიც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვა აზერბაიჯანულმა მხარემ აღკვეთა. სომხეთმა ინფორმაცია დაბომბვის შესახებ უარყო. რუსთავი 2

ფაშინიანი – “ყველანი ჯარში! სომხეთს გენოციდი გვემუქრება!”

ფაშინიანი - „ცუდი ამბავი გვაქვს, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა"

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა სამხედრო სამსახურს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ყველა ის პირი, ვინც ბრძოლისუნარიანია. „მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით. დღესდღეობით ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ ყველა […]

სომხეთი აზერბაიჯანს რაკეტებით ბომბავს

სომხეთი აზერბაიჯანს რაკეტებით ბომბავს

სომხეთის ჯერმუკის, გაფანისა და ბერდის რეგიონებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის ასეთი კრიმინალური ქმედება აზერბაიჯანს აიძულებს, საპასუხო ზომები მიიღოს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზედაც, მათი მტკიცებით, სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის […]