ფაშინიანი – “ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ”

ფაშინიანი - "ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ"სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ.

„ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. თითქოს, ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე.

რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო ადრე გაგვეგო საზოგადოების დამოკიდებულება ვირუსთან დაკავშირებით.

ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე“, – განაცხადა ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იყო შემთხვევა, როდესაც კოვიდ-19-ით ადამიანი სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო გარდაიცვალა.

პირველი არხი