ჭდე: სუსი

პროკურატურამ სუსის ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს. საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო […]

350 ევროდ ფაიზერით აცრის ყალბი საბუთი დაამზადეს – სუსმა 7 პირი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამდასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან […]

სუსი – “პანკისში დაკავებული 5 მოქალაქე ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და სირიაში წასვლას აპირებდა”

სპეცოპერაცია პანკისში - სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებული პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, […]

სუსი ხაშურში გახარიას პარტიას უთვალთვალებს

სუსი ხაშურში გახარიას პარტიას უთვალთვალებს

დაშინება და შანტაჟი რეგიონებში – წინასაარჩევნოდ სუსი გააქტიურდა. სახელმწიფო უსააფრთხოების სამსახური ხაშურში გიორგი გახარიას წევრებს უთვალთვალებს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა “პირველებს” ექსპრემიერის თანაგუნდელებმა მიაწოდეს. ყოფილი პრემიერის გარემოცვა ირწმუნება, რომ მათ ოფისთან სუსის კუთვნილი ავტომობილი ხშირად დგას, რომელიც ოფისშ შემსვლელ-გამომსვლელებს აკონტროლებს, რის შემდეგაც თითოეული მათგანზე შანტაჟს ახორციელებს და პარტიის დატოვებას აიძულებს. გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ ზეწოლა იმ […]

სუსის თანამშრომლებზე ინფორმაციის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს […]

სუსმა ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი მოქალაქეს ქრთამის სახით […]

ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს

"თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას შავნაბადას სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი მისდევდა"

რამდენიმე წუთის წინ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. ძალოვან უწყებაში ნიკა გვარამია მის ადვოკატთან და ტელეკომპანიის იურისტთან ერთად იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს გამოკითხვა ნიკა გვარამიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერებს. გამოკითხვაზე ვარ მოსული, ერთადერთი, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამოსვლის მერე შესაძლოა კომენტარი გავაკეთო. ამ წუთში ვერ გეტყვით [რას უკავშირდება]… გამოსვლის […]

სუსმა წყალმომარაგების კომპანიის მაღალჩინოსანი და 2 თანამშრომელი დააკავა

სუსმა წყალმომარაგების კომპანიის მაღალჩინოსანი და 2 თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან […]

სუსი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შევიდა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად „შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

სუსმა ამბროლაურის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. სუს-ის ცნობით, როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით, უზრუნველყოფდა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140.000 […]