სუსი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად „შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.