ჭდე: სუსი

სუსმა ნაცმოძრაობის წევრი თამაზ შოშიტაშვილი დააკავა

სუსმა ნაცმოძრაობის წევრი თამაზ შოშიტაშვილი დააკავა

დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე – 34 წლის თამაზ შოშიტაშვილს ხელბორკილები დედაქალაქის ცენტრში დილის 7:00 საათზე დაადეს. ამის შესახებ ტვ პირველი იუწყება. ახალგაზრდა მამაკაცი სუს-ის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. სავარაუდოდ, საქმე კორუფციულ თემას ეხება. არსებული ინფორმაციით, შოშიტაშვილმა შპს დააფუძნა, სადაც ფიქტურად აფორმებდა ადამიანებს, რომლებიც  სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ. გამოძიების მიხედვით, პანდემიის […]

სუსმა გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს […]

სუსმა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, […]

სუსის მიერ დაკავებული იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი ყოფილი დეპუტატი მერაბ ხურციძეა

სუსის მიერ დაკავებული იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი ყოფილი დეპუტატი მერაბ ხურციძეა

3.500 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვისთვის დაკავებულია პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და იუსტიციის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი, მერაბ ხურციძე. სუს-ი ამტკიცებს, რომ დაკავებული თანხას ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს სძალავდა. საქმის მასალების მიხედვით, ხურციძე ქრთამს მოქალაქეებისგან გამოსახლების გადავადებაში იღებდა. – მას ედავებიან კარგი საქმის კეთებაში ფულის აღებას. კონკრეტულად კი გამოსახლების გარკვეული დროით გადავადებაში თანხის აღებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს […]

სუსმა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი, მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3.500 აშშ […]

სუსმა დააკავა 2 პირი, რომლებიც რადიოაქტიურ მასალას ქუთაისში 300.000 ევროდ ყიდდნენ – ვიდეო

სუსმა დააკავა 2 პირი, რომლებიც რადიოაქტიურ მასალას ქუთაისში 300.000 ევროდ ყიდდნენ - ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები, ქალაქ ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300. 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, როდესაც მოხდა მათი დაკავება. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის […]

სუსმა აჭარის სატყეოს თანამშრომელი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიება […]

სუსმა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი დააკავა

სუსმა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა […]

სუსმა თბილისის მერიის მაღალჩინოსანი დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან […]

მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდა

მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდა

დღეს სუსმა 3 პირი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. დაკავება მუხიანში განხორციელდა. რომლის დროსაც დასაკავებელმა პირებმა გაქცევა სცადეს. შედეგად გობრონიძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ინფორმაცია “მთავარს” სუს-შიც დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავების ღონისძიებისას სამმა პიროვნებამ მიმალვა სცადა, რომლის დროსაც შეჯახება მოხდა. სამივე ბრალდებული დაშავებულია, ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.