სუსი ხაშურში გახარიას პარტიას უთვალთვალებს

სუსი ხაშურში გახარიას პარტიას უთვალთვალებსდაშინება და შანტაჟი რეგიონებში – წინასაარჩევნოდ სუსი გააქტიურდა. სახელმწიფო უსააფრთხოების სამსახური ხაშურში გიორგი გახარიას წევრებს უთვალთვალებს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა “პირველებს” ექსპრემიერის თანაგუნდელებმა მიაწოდეს.

ყოფილი პრემიერის გარემოცვა ირწმუნება, რომ მათ ოფისთან სუსის კუთვნილი ავტომობილი ხშირად დგას, რომელიც ოფისშ შემსვლელ-გამომსვლელებს აკონტროლებს, რის შემდეგაც თითოეული მათგანზე შანტაჟს ახორციელებს და პარტიის დატოვებას აიძულებს. გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ ზეწოლა იმ მოქალაქეებზეც მიმდინარეობს, ვისაც მათ პარტიაში გაერთიანება უნდა.

– დღიდან ოფისის გახსნისა, ჩვენს ოფისზე დაკვირვებას ახორციელებს ადგილობრივი სუს-ის წარმომადგენელი. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ის თავისი სამსახურეობრივი მანქანით, რომელიც არის დაბურული, დგას ჩვენს ოფისთან, სავარაუდოდ, აკონტროლებს ჩვენს აქტვისტებს, ვინ მოდის, ვინ მიდის, იმახსოვრებს და შემდგომ  ხდება სათიათაოს თითოეული ჩვენი აქტივისტის დაშინება, შანტაჟი, რომ ჩამოშორდეს ჩვენს პარტიას. საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან, – ამბობს გახარიას თანაგუნდელი.

ტვ პირველი