ჭდე: ჭიათურა

ჭიათურაში დენის დარტყმით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ჭიათურაში დენის დარტყმით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ჭიათურის სოფელ ნავარძეთში დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს. ptn.ge

ჭიათურაში მ.გ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს – ვიდეო

ჭიათურაში მ.გ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში გამართული „ქურდული შეკრების“ და “ქურდული სამყაროს” წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების […]

ჭიათურაში სარდაფში პოლიციამ ავტომატები, ხელყუმბარები, პისტოლეტები და ვაზნები იპოვა – ვიდეო

ჭიათურაში სარდაფში პოლიციამ ავტომატები, ხელყუმბარები, პისტოლეტები და ვაზნები იპოვა - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.ზ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ი.ზ.-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს […]

ჭიათურაში 30 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ჭიათურაში 30 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ჭიათურის კლინიკაში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყო გადაყვანილი. როგორც ექიმები “კურიერთან” ამბობენ, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს, მათი განმარტებით, ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალიზაციიდან საათნახევარში გარდაიცვალა. რუსთავი 2

ჭიათურის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

17 ოქტომბერს, საღამოს, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა. 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარის პაატა სამხარაძემ განაცხაა. მისი თქმით, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს […]

ჭიათურაში მოზარდი აბაზანაში დენმა მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ჭიათურაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 11 აგვისტოს საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს აბაზანაში დენმა დაარტყა. „სააბაზანოში წყლის გამაცხელებლიდან გადმოსულმა დენმა დაარტყა. რამდენიმე თვის წინ მისი კლასელი დაიღუპა“, -აცხადებენ ახლობლები. პრაიმ ტაიმი

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა – მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა - მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მინისტრების შეხვედრა დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე “ინტერპრესნიუსთან”აცხადებს, შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%-ით, ერთი წლის შემდეგ 10%-ით გაზრდას გულისხმობს. მისი ინფორმაციით, შეთავაზება მისაღებია მაღაროელებისთვის და გაფიცვა შეწყდება. შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, ასევე საჩხერე ჭიათურის მიტროპოლიტი ესწრებოდა. მაღაროელები 16 მაისს გაფიცნენ.

ჭიათურაში სკოლები დაიკეტა – მოსწავლეები აქციას შეუერთდნენ

ჭიათურაში სკოლები დაიკეტა - მოსწავლეები აქციას შეუერთდნენ

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში, საყოველთაო სახალხო გამოსვლაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მუშებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაღაროელების ქალაქი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. სასწავლო პროცესი შეწყდა, ქუჩებში სკოლის მოსწავლეებიც გავიდნენ. ქუჩაში მაღაროელებთან ერთად რიგითი მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებიან. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვენ. „უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი […]

ჭიათურაში მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა

ჭიათურაში მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა

მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში – მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა. გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურელები მხარდაჭერას უცხადებენ.აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. რამდენიმე წუთში საპროტესტო მსვლელობაც დაიწყება. გაფიცული მაღაროელები უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ.

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენ

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გაძევებას ითხოვენ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. მათ ქალაქში კომპანიის წასვლის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს. მაღაროელების განცხადებით, გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილდება. ჭიათურაში მაღაროელები მეათე დღეა შიმშილობენ. ერთ-ერთი დღეს შეუძლოდ გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, […]