ჭიათურის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა17 ოქტომბერს, საღამოს, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა.

29 წლის გაგა ბოჭორიშვილის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარის პაატა სამხარაძემ განაცხაა.

მისი თქმით, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს შორის საკმარისი მანძილი არ იყო.

ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია და ის დილით განხლდება. ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

იპნ