ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა – მინისტრებთან შეხვედრა დასრულდა

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა - მინისტრებთან შეხვედრა დასრულდაჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მინისტრების შეხვედრა დასრულდა.

როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე “ინტერპრესნიუსთან”აცხადებს, შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%-ით, ერთი წლის შემდეგ 10%-ით გაზრდას გულისხმობს.

მისი ინფორმაციით, შეთავაზება მისაღებია მაღაროელებისთვის და გაფიცვა შეწყდება. შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, ასევე საჩხერე ჭიათურის მიტროპოლიტი ესწრებოდა. მაღაროელები 16 მაისს გაფიცნენ.