ჭიათურაში 30 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ჭიათურაში 30 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალაჭიათურის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ჭიათურის კლინიკაში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყო გადაყვანილი.

როგორც ექიმები “კურიერთან” ამბობენ, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს, მათი განმარტებით, ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალიზაციიდან საათნახევარში გარდაიცვალა.

რუსთავი 2