ჭდე: თელავი

თელავში მანქანა მაღაზიას დაეჯახა – 1 მამაკაცი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში – ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ახლოს მდებარე მაღაზიას შეეჯახა. ადგილზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ავარიის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. მთავარი

თელავში მამაკაცი მანქანამ გაიტანა

თელავში მამაკაცი მანქანამ გაიტანა

თელავში ავარიის დროს 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.  სოფელ აკურაში  შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა  ქვეითად მოსიარულე  გზის გადაკვეთას ცდილობდა. მას მსუბუქი მანქანა დაეჯახა და თავის არეში  მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. ექიმების შეფასებით, ამ ეტაპზე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თელავში 24 წლის მამაკაცმა ცემა 14 წლის და, რომელსაც 25 წლის მამაკაცთან სექსი ჰქონდა

თელავში 24 წლის მამაკაცმა ცემა 14 წლის და, რომელსაც 25 წლის მამაკაცთან სექსი ჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ […]

თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

თელავში 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. უწყების ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ […]

ავარია თელავში – 2 ადამიანი დაშავდა

ავარია თელავში - 2 ადამიანი დაშავდა

თელავში მომხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს “ფოლკსვაგენის” და “ბმვ”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ორივე ავტომობილის მძღოლმა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მიმდინარეობს გამოძიება. იპნ

თელავში 69 წლის ანზორ პეტროსიანი სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრებ 69 წლის კაცს, რომელსაც რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს. ანზორ პეტროსიანი სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სარწყავ არხში ცოტა ხნის წინ ნახეს. გამოძიების ფარგლებში ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში უტარდება. პენსიონერი ბოლოს 15 თებერვალს ნახეს. მომხდარზე გამოძიება 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. რუსთავი 2

თელავში ლალი კბილაშვილი დაჭრეს – “მას ჩემი ძაღლი გაეკიდა…”

თელავში ლალი კბილაშვილი დაჭრეს - "მას ჩემი ძაღლი გაეკიდა..."

ინციდენტი მოხდა თელავში – ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი ცივი იარაღით სახეზე დაჭრეს. ლალი კბილაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც მისი ძაღლი გაედევნა, ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სახე დაუზიანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და  სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. დაზარალებული ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ძაღლების მიზეზით, ქალაქში დაპირისპირება ხდება. ცხოველთა თავშესაფარი რეგიონში ამ დრომდე არ არსებობს, […]

თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს

თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში ასევე დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ […]

მანქანით ხეს შეეჯახა და დაიღუპა – ავარია თელავში

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ რუისპირში მოხდა. 27 წლის ახალგაზრდა ავტომობილით თავდაპირველად ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ამოტრიალდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თელავთან ტრაილერი მანქანას დაეჯახა – 6 ადამიანი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავარია თელავში-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე – თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. დაშავდა ოთხი ახალგაზრდა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. ნიუპოსტი