ჭდე: წყალდიდობა

წყალდიდობა ხარაგაულში – 400 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

წყალდიდობა ხარაგაულში - 400 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

სტიქია იყო ხარაგაულში. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩხერიმელა და ლეღვნულა ადიდდა და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. შედეგად მუნიციპალიტეტის ორი სოფლის ლეღვანის და დიდვაკის მოსახლეობა დაზარალდა. საკრებულოს დეპუტატის ვალერი ჭიპაშვილის ინფორმაციით, მდინარემ ჩაანგრია სოფელ ლეღვანის შესასვლელი და გარესამყაროს 400-მდე ოჯახია მოწყვეტილი. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. იმედინიუსი

წყალდიდობის გამო, საპატრულო პოლიციამ დიღომი-გლდანის ხიდი გადაკეტა

წყალდიდობის გამო, საპატრულო პოლიციამ დიღომი-გლდანის ხიდი გადაკეტა

სტიქია თბილისში – ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გლდანი-ნაძალადევის რაიონი დააზარალა. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. წყალდიდობის გამო, საპატრულო პოლიციამ დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტა.

წყალდიდობა გორში

წყალდიდობა გორში

გორის მუნიციპალიტეტში უამინდობაა. გორში ძლიერი წვიმა და სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დაისეტყვა გორში ე.წ სადგურის დასახლება. უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სეტყვა იყო გორის სოფლებშიც. ნიუპოსტი

გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ალაზანი გადმოვიდა

გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ალაზანი გადმოვიდა

წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ალაზანი მიედინება. გურჯაანის მერის ინფორმაციით, უამინდობის დროს მდინარე ალაზანი ადიდდა. შედეგად, დატბორილია აღნიშნულ მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები. „გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ალაზანის ადიდება გამოიწვია. მე როგორც მეუბნებიან, წყალშია მოქცეული ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ამ პერიოდში ძირითადად საზამთროს ბაღები და სიმინდია. ჯერჯერობით ზარალის შესახებ ინფორმაცია […]

წყალდიდობა კახეთში – ლაგოდეხში 5 სოფელი დაიტბორა

წყალდიდობა კახეთში - ლაგოდეხში 5 სოფელი დაიტბორა

გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დატბორა. დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გათიშულია ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყალი. სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა. „სახლში შემომივარდა წყალი და თუკი რამე მაქვს გაკეთებული დატბორა. ახლა მაშველები მოვიდნენ. გუშინ და გუშინწინ მარტო მე […]

წყალდიდობა იერუსალიმში – წყლიდან მანქანის მძღოლი ამოიყვანეს

წყალდიდობა იერუსალიმში - წყლიდან მანქანის მძღოლი ამოიყვანეს

იერუსალიმის შემოგარენში ნიაღვარმა ავტომობილები გაიტაცა. წყალდიდობა გადაუღებელ წვიმებს მოყვა. მაშველებმა წყლიდან მანქანის მძღოლი ამოიყვანეს. მანამდე შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ანალოგიური ვითარებაა იორდანიის დედაქალაქშიც, სადაც ძლიერი წყალდიდობის გამო მთავარი მაგისტრალები გადაიკეტა. მაშველები ნიაღვარში მოყოლილი მანქანების ამოყვანას ცდილობენ. რუსთავი 2

წყალდიდობა საბერძნეთში – დაიღუპა 1 ადამიანი

წყალდიდობა საბერძნეთში - დაიღუპა 1 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას საბერძნეთში. კუძულ კრეტაზე გადაუღებელ წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი, მაშველები რამდენიმე დაკარგულს ეძებენ. სტიქიას რეგიონში ნგრევაც მოჰყვა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა მდინარემ 111 წლის წინ აშენებული ხიდი დაანგრია, რომელიც რეგიონის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.

წყალდიდობა ავსტრალიაში – დაიტბორა 1.000-ზე მეტი სახლი

წყალდიდობა ავსტრალიაში - დაიტბორა 1.000-ზე მეტი სახლი

ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ამინდის გაუარესების შედეგად წყლის დონემ მოიმატა ქვეყნის სანაპიროზე. უკვე დაიტბორა რამდენიმე დასახლება. წყალდიდობამ ათასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაზარალებულ დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფარში უკვე გადაყვანილია 1000-ზე მეტი ოჯახი. სინოპტიკოსები მოსახლეობას ვითარების გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს წყლის დონე კიდევ 10 სანტიმეტრით მოიმატებს.

ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთში ორი უბანი დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთში ორი უბანი დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთში ორი უბანი დაიტბორა. სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები გელაურისა და ჯავახიშვილის დასახლებებს შეუქმნა. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა და ეზოები დატბორა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილობრივების თქმით, ქობულეთში სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია და ყოველი წვიმის შემდეგ ქალაქი იტბორება. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მას სპეციალური კომისია დაადგენს, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო. რუსთავი 2

წყალდიდობამ სოხუმი დატბორა

წყალდიდობამ სოხუმი დატბორა

ოკუპირებულ აფხაზეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გადაუღებელ წვიმას სოხუმსა და მის შემოგარენში წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია ქუჩები და შენობების პირველი სართულები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სინოპის რაიონში ღვარცოფიც ჩამოწვა და ერთ-ერთი მაგისტრალი დააზიანა. რუსთავი 2