ჭდე: წყალდიდობა

„რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა“ – სოფელ ჭყვიშს დატბორვა ემუქრება

„რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა“ - სოფელ ჭყვიშს დატბორვა ემუქრება

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ადიდებული რიონის გამო შესაძლოა მოსახლეობას პრობლემები შეექმნას. გიორგი ტაბიძე, ფეისბუქის მეშვეობით, ადგილობრივ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს მიმართავს და პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. „ჩემი სოფელი დიდი ხიფათის წინაშე დგას, რიონმა დამბა გაარღვია, მოსახლეობა საშიშროების წინაშეა. წლების წინ, გალაკტიონის და ტიციანის მუზეუმების ტერიტორიას ანალოგიური საფრთხე ემუქრებოდა,მაგრამ კომუნისტების, შემდეგ გამსახურდიას და შევარდნაძის დრო ნაპირსამაგრი სამუშაოები […]

კახეთში დაიტბორა სახლები და ეზოები, განადგურდა ნათესები და დაიხოცა შინაური ფრინველი

კახეთში დაიტბორა სახლები და ეზოები, განადგურდა ნათესები და დაიხოცა შინაური ფრინველი

დატბორილი სახლები და ეზოები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი – კახეთში ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალთან გამკლავებას ცდილობენ. ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის რაიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო, ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებზე წყალი შევარდა. დაიტბორა ადგილობრივების სარდაფები და ეზოები. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მძიმე მდგომარეობაა სოფელ ჰერეთისკარში, სადაც ადგილობრივების თქმით, გასაწმენდია სანიაღვრე […]

ონში რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა

ონში რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ადიდებულმა მდინარე რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა, ასევე დანგრეულია ხიდის ნაწილიც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონის მერმა ემზარ საბანაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. „მდინარემ ნაწილობრივ წაიღო სოფლის ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი. ახლა მიმდინარეობს ხიდის აღდგენა. დაიტბორა სავარგულები და გაფუჭდა ნათესები, სახლებში შევიდა წყალი, დაიტბორა […]

სოხუმში წყალდიდობაა – ვიდეო

სოხუმში წყალდიდობაა - ვიდეო

ძლიერმა წვიმამ ოკუპირებულ აფხაზეთში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში სოხუმის კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ქალაქში წყალდიდობაა. რამდენიმე ქუჩა დატბორილია. მოსახლეობას ლამის წელამდე წყალში უწევს გადაადგილება. იმედინიუსი https://www.facebook.com/david.zhvania/videos/10205031066931868/

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმას პრეფექტურა დააზარალა. სტიქიურ უბედურება დაატყდათ თავს აგრეთვე ფუკუოკას, იამაგუტის, კიოტოსა და ოკაიამას პრეფექტურებს. სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 48 ათასი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრეა ჩართული. მეოტეოროლოგები უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ. წყალდიდობა იაპონიაში 7 ივლისიდან დაიწყო. იმედინიუსი

კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა

კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა

კენიაში წყალდიდობის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება რადიოსადგური Capital FM Kenya წითელი ჯვრის ადგილობრივ საზოგადოებაზე დაყრდნობით. წითელი ჯვრის ადგილობრივი საზოგადოების გენერალური მდივნის აბას გულეტის ინფორმაციით, წყალდიდობამ 8 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაანადგურა. გულეტის თქმით, სტიქიამ 260 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გლდანში ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა

ცოტა ხნის წინ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო დედაქალაქში, კონკრეტულად კი გლდანში. დაიტბორა მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. ამ ობიექტებში შევარდა წყლის ძლიერი ნაკადი. მოვაჭრეების დასახმარებლად ადგილზე მაშველები მივიდნენ და წყალი ამოტუმბეს. ხიზანიშვილის ქუჩაზე წყლის ძლიერი ნაკადის გამო ცოტა ხნით ტრანსპორტის მოძრაობაც შეფერხდა. ძლიერი წვიმა და სეტყვა გლდანში დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა.

პარიზში წყალდიდობაა – 1.500 ადამიანი ევაკუირებულია

პარიზში წყალდიდობაა - 1.500 ადამიანი ევაკუირებულია

პარიზში მდინარე სენას ადიდების გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 1500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ ევაკუაცია კვლავ განხორციელდეს. წუხელ მდინარე სენას დონემ 5,78 მეტრით აიწია, რაც წინა დღესთან შედარებით, 20 სანტიმეტრით მეტია. ელოდებიან, რომ მდინარის ადიდება პიკს ამაღამ, 5,9 მეტრამდე მიაღწევს. წყლის დონის მატება პარიზსა და სხვა რეგიონებში ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია.

წყალდიდობა ქუთაისში – 35-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

წყალდიდობა ქუთაისში - 35-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

წყალდიდობა ქუთაისში – ძლიერი წვიმის გამო მდინარე ოღასკურა ადიდდა, რამაც 35-ე საჯარო სკოლის შენობის დატბორვა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ქუთაისში არსებულმა პრობლემამ სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეაფერხა. წყალმა იუსტიციის სახლი და პროკურატურის შენობა დატბორა. შენობის სარდაფებში წყალი დგას.

წვიმამ ოზურგეთის ნაწილი და რამდენიმე ოჯახი დატბორა

წვიმამ ოზურგეთის ნაწილი და რამდენიმე ოჯახი დატბორა

დღეს დილიდან მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ოზურგეთის ნაწილი და ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. შექმნილი ვითარების გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იძულებული გახდნენ, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩიდან ქალაქის მერიასთან, კონკრეტულად საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ, საავტომობილო მიმოსვლა ქალაქის ძირითად ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით აეკრძალა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გმირთა მოედანზე. რაც შეეხება სოფელ შემოქმედს, აქ […]