ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთში ორი უბანი დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ქობულეთში ორი უბანი დაიტბორაძლიერი წვიმის გამო, ქობულეთში ორი უბანი დაიტბორა. სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები გელაურისა და ჯავახიშვილის დასახლებებს შეუქმნა.

წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა და ეზოები დატბორა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილობრივების თქმით, ქობულეთში სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია და ყოველი წვიმის შემდეგ ქალაქი იტბორება.

ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მას სპეციალური კომისია დაადგენს, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო.

რუსთავი 2