წყალდიდობა საბერძნეთში – დაიღუპა 1 ადამიანი

წყალდიდობა საბერძნეთში - დაიღუპა 1 ადამიანიმსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას საბერძნეთში. კუძულ კრეტაზე გადაუღებელ წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი, მაშველები რამდენიმე დაკარგულს ეძებენ.

სტიქიას რეგიონში ნგრევაც მოჰყვა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა მდინარემ 111 წლის წინ აშენებული ხიდი დაანგრია, რომელიც რეგიონის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.