წვიმამ ოზურგეთის ნაწილი და რამდენიმე ოჯახი დატბორა

წვიმამ ოზურგეთის ნაწილი და რამდენიმე ოჯახი დატბორადღეს დილიდან მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ოზურგეთის ნაწილი და ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

შექმნილი ვითარების გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იძულებული გახდნენ, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩიდან ქალაქის მერიასთან, კონკრეტულად საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ, საავტომობილო მიმოსვლა ქალაქის ძირითად ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით აეკრძალა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გმირთა მოედანზე.

რაც შეეხება სოფელ შემოქმედს, აქ პატარა ღელეებმა შექმნეს პრობლემები და რამდენიმე ოჯახი დაიტბორა.

ამ წუთებში წყალდიდობის გამო სოფელ შემოქმედსა და უჩხუბში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია.

ადგილზე მუშაობენ მაშველები.

სულ დღის განმავლობაში მაშველების დახმარება, წყლის ამოტუმბვა და ასე შემდეგ, 10- ზე მეტ ოჯახს დასჭირდა.