წყალდიდობა ქუთაისში – ძლიერი წვიმის გამო მდინარე ოღასკურა ადიდდა, რამაც 35-ე საჯარო სკოლის შენობის დატბორვა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ქუთაისში არსებულმა პრობლემამ სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეაფერხა. წყალმა იუსტიციის სახლი და პროკურატურის შენობა დატბორა. შენობის სარდაფებში წყალი დგას.

