ძლიერი წვიმა გურიაში – ურეკსა და წყალწმინდაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმა გურიაში - ურეკსა და წყალწმინდაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მილხიდის გაჭედვის შედეგად, ორი სახლი დაიტბორა.

როგორც ადგილზე მყოფმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ყაზაიშვილმა გვითხრა, მილხიდმა ვერ გაატარა მოვარდნილი წყალი, რომელსაც ხის გადანაჭრები და სხვადასხვა სახის ნარჩენები მოჰქონდა, რამაც სახლების დატბორვა გამოიწვია.

დაზარალებული ჩხაიძეების ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი ყოველი გაწვიმების დროს, მსგავსი პრობლემის პრობლემის წინაშე დგებიან, რადგან არ ხდება არხების გაწმენდა, დაგროვილი ნაგავის გამო კი, მილხიდი წყალს ვერ ატარებს და იტბორება სახლები და ეზოები.

აღნიშნული მილხიდი ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალის წყალწმინდის მონაკვეთზე მდებარეობს, დაზარალებული ოჯახები ურეკი-წყალწმინდის საზღვარზე ცხოვრობენ.

ასევე, ურეკში დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართულები.

როგორც გამგეობის პრესსამსახურში გვითხრეს, დაბა ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა. დაიტბორა 2 ოჯახი წერეთლის და 4 ოჯახი მესხის ქუჩებზე. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. ურეკს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. სხვა სოფლებში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. დაბა ურეკში ნალექმა იკლო. ზარალი უმნიშვნელოა.

გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენი საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა.

ამ დროისთვის გადაუღებელ წვიმას გურიაში სხვა პრობლემა არ შეუქმნია.

ნიუპოსტი