გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 – 26 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 26 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

