ჭდე: ურეკი

კახეთიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის მოცეკვავე თორნიკე პატრიასოვი ზღვაში დაიხრჩო

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულის” მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული […]

ურეკში მცირე სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითს, შემდეგ კი დიდ სატვირთოს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

ურეკში მცირე სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითს, შემდეგ კი დიდ სატვირთოს დაეჯახა - დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი

ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მცირე ზომის სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანას დაეჯახა. დაშავებულია 3 ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების […]

ძლიერი წვიმა გურიაში – ურეკსა და წყალწმინდაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმა გურიაში - ურეკსა და წყალწმინდაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მილხიდის გაჭედვის შედეგად, ორი სახლი დაიტბორა. როგორც ადგილზე მყოფმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ყაზაიშვილმა გვითხრა, მილხიდმა ვერ გაატარა მოვარდნილი წყალი, რომელსაც ხის გადანაჭრები და სხვადასხვა სახის ნარჩენები მოჰქონდა, რამაც სახლების დატბორვა გამოიწვია. დაზარალებული ჩხაიძეების ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი ყოველი გაწვიმების დროს, მსგავსი პრობლემის პრობლემის წინაშე დგებიან, […]

ურეკსა და შეკვეთილში ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა

ურეკსა და შეკვეთილში ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა

ურეკში აღდგენითი სამუშაოები განახლდა. სპეციალური სამსახურები მოსახლეობასთან ერთად ცდილობენ გზების სრულად გაწმენდას. მოსახლეობის თქმით ზარალი დიდია. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია მოსახელობის უმეტესობას აღდგენილი აქვს. უახლოეს მომავალში ურეკსა და შეკვეთილში ელექტროენერგია სრულად აღდგება. დენის გათიშვა აუცილებელი გახდა, რადგან ქარიშხალმა ელექტროსადენები დააზიანა, – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მისი თქმით, 5 საცხოვრებელ სახლს ქარიშხალმა სახურავი […]

ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა – მას არანაირი თანხა არ ჰქონდა თან

ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა - მას არანაირი თანხა არ ჰქონდა თან

„ოკრიბას“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, 1995 წელს დაბადებული ლევან მამაგეიშვილის დიდუბის ავტოსადგურ “ოკრიბადან” გაუჩინარების ფაქტის შესახებ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, […]

ქარმა ურეკში წყლის ველოსიპედი და დამსვენებლები ზღვაში გაიტაცა

ქარმა ურეკში წყლის ველოსიპედი და დამსვენებლები ზღვაში გაიტაცა

მაშველებმა ქალი და 3 ბავშვი გადაარჩინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ურეკში, ახალგაზრდა ქალბატონი და მასთან ერთად მყოფი 3 ბავშვი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა წყლის ველოსიპედით სასეირნოდ გასული დამსვენებლები გაიტაცა, რის გამოც უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ისინი სანაპირო ზოლზე პატრულირების […]

ურეკში რუსი სპორტსმენები გაქურდეს

ურეკში რუსი სპორტსმენები გაქურდეს

ურეკში, 7 ივლისს რუსი სპორტსმენები გაქურდეს, რომლებიც საქართველოში სპორტულ შეკრებაზე იმყოფებიან.დაზარალებულების განცხადებით, წაღებულია პასპორტები, ფული, პირადი ნივთები და დოკუმენტები. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.