ურეკში რუსი სპორტსმენები გაქურდეს

ურეკში რუსი სპორტსმენები გაქურდესურეკში, 7 ივლისს რუსი სპორტსმენები გაქურდეს, რომლებიც საქართველოში სპორტულ შეკრებაზე იმყოფებიან.დაზარალებულების განცხადებით, წაღებულია პასპორტები, ფული, პირადი ნივთები და დოკუმენტები.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.