ჭდე: უსმან დემბელე

დემბელემ ვარჯიში განაახლა

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ვარჯიში განაახლა და უახლოეს პერიოდში ის მოედანს დაუბრუნდება. დემბელემ ტრავმა ლიონთან შეხვედრაში მიიღო, როდესაც ის ცვლილებაზე გამოვიდა და გოლის გატანაც შეძლო. დემბელეს მას შემდეგ არ უთამაშია და ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ დემბელემ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშოს.

უსმან დემბელე ერთი თვე იუქმებს

უსმან დემბელე 3 ან 4 თვეს გამოტოვებს

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ლიონთან შეხვედრის დროს ადრე მიღებული ტრავმა გაიმიზეზა და სავარაუდოდ მას ერთი თვე მოუწევს დასვენება. დემბელეს ტრავმები აქამდეც აწუხებდა, თუმცა ის სერიოზული არ იყო და ლიონთან ფრანგი ფორვარდი ცვლილებაზე შემოვიდა. თუ დემბელემ ერთი თვე ვერ შეძლო თამაში, მაშინ ის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე შეხვედრას გამოტოვებს. მის ადგილს სავარაუდოდ ფელიპე კოუტინიო დაიკავებს.

უსმან დემბელე ორ კვირას იუქმებს

უსმან დემბელე ორ კვირას იუქმებს

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ლეგანესთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ დემბელეს კოჭის მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ მას 15 დღე მოუწევს უქმად ყოფნა. დემბელემ ლეგანესთან კარგი შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანაც შეძლო. ბოლო პერიოდში ის მშვენიერ ფორმაშია და მისი ტრავმა ბარსელონასთვის დიდი დანაკლისი იქნება. უსმან დემბელეს წლევანდელ სეზონში […]

ლივერპულს დემბელეს შეძენა სურს

ლივერპულს დემბელეს შეძენა სურს

ლივერპული ბარსელონას ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის უსმან დემბელეს შეძენით დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით ლივერპული მზად არის, ამ ტრანსფერში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ბარსელონა სავარაუდოდ არ დათანხმდება ამ წინადადებას, რადგან კატალონიურმა გუნდმა დემბელეში თავის დროზე 105 მილიონი გადაიხადა. ბოლო პერიოდში დემბელეს ბარსელონას ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან მან რამდენჯერმე დააგვიანა ვარჯიშებზე, რის გამოც ის ბეტისის წინააღმდეგ შეხვედრაში განაცხადშიც […]

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

დემბელეს გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ

ბარსელონას ფრანგი შემტევით უსმან დემბელეთი, რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა. საუბარია მანჩესტერ სიტიზე და ლივერპულზე, რომლებიც მზად არიან დემბელეს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადონ. დემბელე ბოლო პერიოდში არცთუ ისე ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და მის წასვლაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა თვითონ ფეხბურთელმა ეს ჭორები არ დაადასტურა. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ასევე განაცხადა რომ დემბელეს გაყიდვას კატალონიური გუნდი არ […]

უსმან დემბელე ბარსელონაში დარჩება

უსმან დემბელე ბარსელონაში დარჩება

ბარსელონას ახალგაზრდა ფორვარდი უსმან დემბელე არ აპირებს სხვა კლუბში გადასვლას და ის კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ რომ დემბელეს მოუწევდა ბარსელონას დატოვება, რადგან ბარსელონამ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა, რომლებიც გუნდში ძალიან მაღალ კონკურენციას შექმნიან. მიუხედავად ამისა, უსმანმა განაცხადა რომ ის ბარსელონაში ბედნიერია და თავის მომავალს მხოლოდ ამ კლუბში ხედავს. დემბელემ ასევე იმედი […]

უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო

უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ რეალ სოსიედადთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მას ძალიან უხეშად ეთამაშა. დემბელე მძიმე ტრავმას გადაურჩა, მაგრამ მას მაინც აქვს მცირე დაზიანება და მკურნალობა ესაჭიროება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დემბელე მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება. აღსანიშნავია რომ ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და წელს ის უკვე რამდენჯერმე […]

უსმან დემბელეს ამჯერად გასტრიტი აწუხებს

უსმან დემბელეს ამჯერად გასტრიტი აწუხებს

ბარსელონას ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ გუნდის ვარჯიში გამოტოვა და ამის მიზეზი გასტრიტია, რომელიც დემბელეს რამდენიმე დღეა აწუხებს. ბარსელონაში გადასვლის შემდეგ დემბელეს მუდმივად რაღაც აწუხებს და ბარსელონას გულშემატკივარი ამ ფაქტის გამო უკმაყოფილოა. უსმანმა ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და ჯერჯერობით მან ბარსელომას შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოახერხა და მის ანგარიშზე არცერთი გატანილი გოლი არ […]

უსმან დემბელე ჩელსისთან შეხვედრისთვის მზად იქნება

უსმან დემბელე ჩელსისთან შეხვედრისთვის მზად იქნება

უსმან დემბელე ორ კვირაში მზად იქნება სათამაშოდ. ამის შესახებ განცხადება ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა. ვალვერდეს თქმით დემბელეს სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და მალე მას მოედანზე ვიხილავთ. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში ტრავმა უკვე მეორედ მიიღო და მან მხოლოდ რამდენიმეჯერ ითამაშა ბარსელონას შემადგენლობაში. ჩელსისთან შეხვედრა ლონდონში, 20 თებერვალს გაიმართება.

დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო

დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო

ბარსელონას ახალგაზრდა ფორვარდმა უსმან დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3  კვირას გამოტოვებს. რეალ სოსიედადთან შეხვედრის შემდეგ დემბელემ დისკომფორტი იგრძნო და აღმოჩნდა რომ მას მცირე ტრავმა აქვს და იმისთვის რომ მან ეს დაზიანება ბოლომდე მოირჩინოს რამდენიმე კვირის გამოტოვებაა საჭირო. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ იმედი გამოთქვა რომ დემბელე ტრავმას მალე მოიშუშებს და მოედანს დაუბრუნდება. […]