დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო

დემბელემ ისევ ტრავმა მიიღობარსელონას ახალგაზრდა ფორვარდმა უსმან დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3  კვირას გამოტოვებს.

რეალ სოსიედადთან შეხვედრის შემდეგ დემბელემ დისკომფორტი იგრძნო და აღმოჩნდა რომ მას მცირე ტრავმა აქვს და იმისთვის რომ მან ეს დაზიანება ბოლომდე მოირჩინოს რამდენიმე კვირის გამოტოვებაა საჭირო.

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ იმედი გამოთქვა რომ დემბელე ტრავმას მალე მოიშუშებს და მოედანს დაუბრუნდება.

დემბელეს გარდა, ტრავმა აქვს ანდრეს ინიესტასაც, რომელიც 2 კვირას გამოტოვებს.