დემბელემ ვარჯიში განაახლა

დემბელემ ვარჯიში განაახლაბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ვარჯიში განაახლა და უახლოეს პერიოდში ის მოედანს დაუბრუნდება. დემბელემ ტრავმა ლიონთან შეხვედრაში მიიღო, როდესაც ის ცვლილებაზე გამოვიდა და გოლის გატანაც შეძლო.

დემბელეს მას შემდეგ არ უთამაშია და ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ დემბელემ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშოს.