ჭდე: ვაკე

ვაკეში მე-5 სართულიდან გადავარდნილი 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

ვაკეში მე-5 სართულიდან გადავარდნილი 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადავარდნილი 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკაში მის გადარჩენას ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ვაკეში მიწის მასა ჩამოწვა

ვაკეში მიწის მასა ჩამოწვა

ვაკეში, “მეტრა დეველოპმენტის” ტერიტორიაზე მიწის მასა ჩამოწვა. ინფორმაციას სოციოალურ ქსელში გავრცელდა. როგორც “რუსთავი 2-ს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფი გასულია და ვითარებას ადგილზე შეისწავლის. “რუსთავი 2” ასევე საგანგებო სიტუაციებსი სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ, შეტყობინება მსგავსი ინფორმაციის შესახებ უწყებაში არ შესულა.

თბილისში ჭავჭავაძეზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში ჭავჭავაძეზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაშავდა

31 იანვარს 2 ადამიანი დაშავდა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოვარიის შედეგად. უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი  მანქანის მძღოლი ცენტრალურ გზაზე წესების დარღვევით გადმოდიოდა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები კლინიკაში  გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მთავარი

ვაკეში, თაყაიშვილზე, სახლში ტყვია შევარდა – რა მოხდა ახალი წლის ღამეს

ვაკეში, თაყაიშვილზე, სახლში ტყვია შევარდა - რა მოხდა ახალი წლის ღამეს

ფეისბუქში გვერდზე “ჩემი ქალაქი მკლავს” წერია: “კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ახლა გავიგეთ. ახალი წლის ღამეს ვაკეში – თაყაიშვილის ქუჩაზე ტყვია შევარდა საცხოვრებელ სახლში, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ექსპერტიზაზეა წაღებული მინაც და ტყვიაც. ახალი წლის ღამეს რა ზიანი მიადგა ჩვენს ქალაქს, ეს კარგად არის დასათვლელი!”

ლაშა ნაცვლიშვილი – “კეჭია იყო ყველაზე აპასნი ოპერი ვაკეში…”

ლაშა ნაცვლიშვილი - "ფარულ შეხვედრებს ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე ვმართავ"

ლაშა ნაცვლიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ძველებს ემახსოვრებათ, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, კეჭია იყო ყველაზე აპასნი ოპერი ვაკეში. ძველი ბიჭი რომ არ ტყდებოდა დაკითხვაზე, ცემას უწყებდა და როცა ატყობდა, გატეხვის პირას იყო და უნდა გაეთქვა ამბავი, თუ თქვა, შენი დედაო, უმატებდა ცემას. ხოდა, თუ შეხვიდეთ რა…”

ვაკეში ზვიად კუპრავა დააკავეს

ვაკეში ზვიად კუპრავა დააკავეს

ვაკეში, მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ განუცხადა. რამდენიმე წუთის წინ, სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით ზვიად კუპრავაც დააკავეს. აქციის მონაწილეების ნაწილი იმ სამმართველოსთან გადაინაცვლებენ, სადაც ზვიად კუპრავა და სხვა აქტივისტები გადაიყვანეს.

ნოდარ ტურძელაძე 52,4%, ელენე ხოშტარია 33,2% – სარვეიშენმა ვაკე გამოიკითხა

ნოდარ ტურძელაძე 52,4%, ელენე ხოშტარია 33,2% - სარვეიშენმა ვაკე გამოიკითხა

ბრიტანულმა კომპანია სარვეიშენმა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები – ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს,  გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას  კი ხმას 33,2% პროცენტი აძლევს. დანარჩენი კანდიდატების პროცენტული […]

ვაკეში ხე წაიქცა და 2 მანქანა მოიყოლა

ვაკეში ხე წაიქცა და 2 მანქანა მოიყოლა

ვაკეში, თამარაშვილის პირველ ნომერში წაქცეულმა ხემ ორი ავტომანქანა მოიყოლა. როგორც “რუსთავი2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ერთი მანქანა მსუბუქად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. რა გახდა ხის წაქცევის მიზეზი, უცნობია. რუსთავი 2

ყიფშიძეზე გარჩევაში დაჭრილები ლევან ძნელაძე და გივიკო ცინცაძე არიან

ყიფშიძეზე გარჩევაში დაჭრილები ლევან ძნელაძე და გივიკო ცინცაძე არიან

ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა და დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პირი, რომელიც მძიმედ არის დაშავებული და ამჟამად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩბა, ლევან ძნელაძეა, ხოლო ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და გუშინ “კურიერის” მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებშიც ჩანდა, მარიკა წერეთელი. ლევან ძნელაძის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ოჯახი ფლობდა მიწას […]

ვაკეში 2 ადამიანი დაჭრეს

ვაკეში 2 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია. როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება. ექიმი ირაკლი ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის […]