ნოდარ ტურძელაძე 52,4%, ელენე ხოშტარია 33,2% – სარვეიშენმა ვაკე გამოიკითხა

ნოდარ ტურძელაძე 52,4%, ელენე ხოშტარია 33,2% - სარვეიშენმა ვაკე გამოიკითხაბრიტანულმა კომპანია სარვეიშენმა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები – ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს,  გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას  კი ხმას 33,2% პროცენტი აძლევს.

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო – ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) 33,2%

ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) -5,3%

ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 4,1%

ლევან კობერიძე (ლელო) -1,9%

ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -1,0%

გია გაჩეჩილაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -0 % (არცერთი ხმა)

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევს – 2,1%

რუსთავი 2