ვაკეში ზვიად კუპრავა დააკავეს

ვაკეში ზვიად კუპრავა დააკავესვაკეში, მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ განუცხადა.

რამდენიმე წუთის წინ, სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით ზვიად კუპრავაც დააკავეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი იმ სამმართველოსთან გადაინაცვლებენ, სადაც ზვიად კუპრავა და სხვა აქტივისტები გადაიყვანეს.