ჭდე: ვაჟა ფშაველას გამზირი

ვაჟა ფშაველას გამზირზე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ვაჟა ფშაველას გამზირზე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ვაჟა ფშაველას 37 ნომერში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 კვ.მ ფართობი დაიწვა. ერთმა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას მოხერხდა. ვაჟა ფშაველას გამზირზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო მანქანა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია. ნიუპოსტი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე 27 წლის მამაკაცი მოკლეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე 27 წლის მამაკაცი მოკლეს

ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ,,ნიუპოსტი” შს სამინისტროს დაუკავშირდა, მომხდარს ადასტურებენ უწყებაში. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება შეძენა-შენახვა) და 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლებით. დამატებით დეტალებზე […]

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საცხობს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი სვანეთის უბანში - ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას # 34-ში მდებარე საცხობს ცეცხლი გაუჩნდა. კვების ობიექტთან ბუნებრივი აირის მილები გადის, რის გამოც სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ დამწვარია საცხობის სახურავი, 10 კვ.მ. ფართობი.