ჭდე: ვაჟა ფშაველას გამზირი

ვაჟაზე მანქანა ამოტრიალდა 

ვაჟაზე მანქანა ამოტრიალდა 

რამდენიმე წუთის წინ ავტომობილი ამოტრიალდა ვაჟა-ფშაველაზე. ფაქტის ამსახველი  კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი“ –  ვაჟა ფშაველაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა

„კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი“ -  ვაჟა ფშაველაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა

ვაჟა ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ქვეითს მანქანა დაეჯახა. ამის  შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს და ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს. „ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი. კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი – ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა. ძალიან ცუდად დაეჯახა. იმედი მაქვს გადარჩება. ღმერთო უშველე. წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher-ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე […]

თბილისში მცირეწლოვანი დაიკარგა – პოლიცია მშობლებს ეძებს

თბილისში მცირეწლოვანი დაიკარგა - პოლიცია მშობლებს ეძებს

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მოდულის შენობის წინ, ბავშვი დაიკარგა. ამ დროისთვის პოლიცია პატარა გოგოს მშობლებს ეძებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბავშვი ქუჩაში მარტო გადაადგილდებოდა და ეს გამვლელებმა შენიშნეს. “პრაიმტაიმი” შსს-ში დეტალებს არკვევს.

ავარია ვაჟა-ფშაველაზე – 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ავარია ვაჟა-ფშაველაზე - 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაიმტვრა ორი მსუბუქი ავტომობილი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ადმინისტრაციული წესით აღიძრა. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი

ვაჟა-ფშაველაზე მერსედესი ამოყირავდა

ვაჟა-ფშაველაზე მერსედესი ამოყირავდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ამოყირავდა. ავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავტოავარიაში სულ 3 მანქანა ფიგურირებდა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ვაჟა-ფშაველაზე მანქანა ბავშვს დაეჯახა

ვაჟა-ფშაველაზე მანქანა ბავშვს დაეჯახა

ავარია ვაჟა ფშაველას გამზირზე – ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით,  ბავშვს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსთავი 2

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა, ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა უცნობია. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე 45 წლის ქალი მოკლეს – დააკავეს გ.ხ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე 45 წლის ქალი მოკლეს - დააკავეს გ.ხ.

მკვლელობა თბილისში – ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი პირი მოკლეს.  „კურიერი“ ინფორმაციით, ის ქალია. მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. გამოძიება 108-განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – […]

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ”პე-ეს-პეს” აფთიაქი გაძარცვეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ”პე-ეს-პეს” აფთიაქი გაძარცვეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ”პე-ეს-პეს” აფთიაქი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, აფთიაქის ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.

ვაჟა-ფშაველაზე მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა

ვაჟა-ფშაველაზე მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულმა მძღოლმა განუცხადა, თავდამსხმელმა მას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავად სცადა საჭის მართვა, რის გამოც მძღოლმა მართვა დაკარგა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ეჭვმიტანილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის ფსიქიურადაა […]