ვაჟა ფშაველას გამზირზე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ვაჟა ფშაველას გამზირზე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდათბილისში, ვაჟა ფშაველას 37 ნომერში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 კვ.მ ფართობი დაიწვა. ერთმა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ცეცხლის ჩაქრობა გამთენიისას მოხერხდა. ვაჟა ფშაველას გამზირზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო მანქანა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ნიუპოსტი