დავით დვალი: “მე ცენზორად რუსთავი 2-ში არ შევალ”

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ყოფილი მფლობელი დავით დვალი სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

დავით დვალი: "მე ცენზორად რუსთავი 2-ში არ შევალ"_ რაც მეტი ღია და უფრო გარკვეული იქნება იმ სასამართლო პროცესთან, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას უჩენს საზოგადოებას და ბევრი პრეტენზიაა, მით უფრო უკეთესი იქნება საქმისთვისაc, _ განაცხადა დავით დვალმა.

მისი თქმით, სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდა.

_ მე იურისტი არ ვარ მაგრამ ყველა მიმტკიცებდა, ამტკიცებდნენ იურისტები, რომ ასეთი რამ არ არსებობს და აღმოჩნდა, რომ არსებობს, ძალიან საინტერესო პრეცენდენტია, დაველოდები შედეგებს.

დვალი აღნიშნავს, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ შევა.

_ მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ არ მოხდება ისეთი რამე, მე ცენზორად რუსთავი 2-ში არ შევალ. თუ სხვა გეგმა ან ისეთი წინადადება იქნება, რომელშიც მე არ მექნება ბერკეტები, რომ დავიცვა რუსთავი 2, მე არ მივიღებ წინადადებას, _  განმარტა რუსთავი 2-ის ყოფილმა მფლობელმა.

მისივე თქმით, ის ქიბარ ხალვაშს არ შეხვედრია.

“კომუნიკაცია გუშინ გვქონდა, შევთანხმდით შეხვედრაზე, ველოდები ქიბარის გამოჩენას. ამიტომ ახალს ამ მიმართულებით ვერაფერს ვიტყვი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენის მხრიდან არაფერი შეცვლილა. ქიბარს აქვს სათქმელი, ისევ არის თუ არა იგივე აზრზე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მის რამდენიმე სატელევიზიო გამოსვლას მოვუსმინე და განსხვავებული, სხვადასხვა პოზიცია გამოხატა და ეს კითხვა მაქვს, მინდა გავიგო, რა ხდება, _ აღნიშნა დავით დვალმა.