ემბერ ჰერდი და ილონ მასკი ისევ ერთად შენიშნეს

ემბერ ჰერდი და ილონ მასკი ისევ ერთად შენიშნესჰოლივუდის მსახიობი ემბერ ჰერდი და ტესლა მოტორსის დამფუძნებელი ილონ მასკი ისევ ერთად შენიშნეს.
მსახიობი და მილიარდერი დოკუმენტური ფილმის ვიპ-ჩვენებას დაესწრნენ. ღონისძიება ეპლის ხელმძღვანელის ტიმ კუკის მიერ იყო ორგანიზებული და პალო-ალტოში მიმდინარეობდა.
45 წლის მასკი
და 30 წლის ჰერდი 2016 წელს არაერთხელ შენიშნეს ერთად, როდესაც მათ განქორწინების პროცესი ჰქონდათ თავიანთ მეუღლეებთან, ტალულა რაილისთან და ჯონი დეპთან.
სავარაუდოდ, მსახიობსა და ბიზნესმენს რომანი აქვთ, თუმცა მათთან დაახლოებული ინფორმაციის წყარო ამტკიცებს, რომ მასკი და ჰერდი დიდი ხნის მეგობრები არიან.