დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები სენაკის პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობენ

დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები სენაკის პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობენსენაკში დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები სენაკის პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობენ. სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პირი მიიყვანეს. დაკარგული ბავშვის ახლობლები მათთვის დაკავებულის გადაცემას ითხოვენ.

პოლიციამ მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, თუმცა ისინი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

სენაკში დაკარგული ბავშვის საქმეზე დაკავებული პირი, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დღეს შემთხვევის ადგილზე ჰყავდათ მიყვანილი.
მასთან ერთად იმყოფებოდნენ პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლები.

სენაკში, ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

უწყების განმარტებით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ საქმე ბავშვის დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული. დაკავებული 8 წლის ბიჭის მეზობელია.

სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ნიკა გაბეჩავა ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.