რუსთავი 2 ევროსასამართლოში იჩივლებს

რუსთავი 2 ევროსასამართლოში იჩივლებსრუსთავი 2-ის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ.

ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
_ ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმეა ეს და დროს მოითხოვს, მაგრამ ვნახავთ, მაინც ვცდით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში. ხვალ შეგვაქვს ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი.

ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის, განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და უკუძალაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.