აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა

აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელააშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა.

როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული.

ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.