საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ახალი რეგულაციები ამოქმედდაისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გამო, დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა.თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავენ. უარის მიღებისთანავე, მას ქვეყნიდან გააძევებენ (ძველი რეგულაციით, ის ისრაელში 3 წლის განმავლობაში რჩებოდა).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ისრაელისგან თავშესაფარი 3.000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.

საქართველოში ისრაელის ელჩის განმარტებით, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.