19 აპრილს დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის

19 აპრილს დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის19 აპრილს, დედამიწასთან ახლომდებარე, საკმაოდ მოზრდილი ასტეროიდი, ჩვენს პლანეტას 1,8 მილიონ კილომეტრის მანძილზე უსაფრთხოდ ჩაუვლის.
ამის შესახებ ინფორმაციას ნასა ავრცელებს.

აღნიშნული ასტეროიდი 2014 JO25 სამი წლის წინ, 2014 წლის მაისში აღმოაჩინეს.

მისი ზომა დაახლოებით 650 მეტრია, ზედაპირი კი მთვარეზე ორჯერ მეტად ამრეკლავია.

მის შესახებ სხვა ინფორმაცია მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც ნასა იტყობინება, მიუხედავად იმისა, ამ ასტეორიდის დედამიწასთან შეჯახების შესაძლებლობა არ არსებობს და ამ მანძილზე, დედამიწას პატარა ასტეროიდები კვირაში რამდენჯერმა ჩაუვლიან ხოლმე, ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ ზომის ასტეორიდის დედამიწასთან მოახლოება, ძალიან იშვიათია.

ასტეროიდი დედამიწას მზის მხრიდან მოუახლოვდება და 2-3 ღამის განმავლობაში კარგად გამოჩნდება მცირე ზომის ოპტიკურ ტელესკოპებშიც, შემდეგ კი მხედველობის არეალს მიეფარება, რადგან დედამიწას სწრაფად ჩაუვლის.

19 აპრილის მოახლოება ამ ასტეროიდისთვის დედამიწასთან უახლოესი მოსვლა იქნება ბოლო 400 წლის განმავლობაში.

შემდეგი ასეთი შეხვედრა მინიმუმ 500 წლის შემდეგ შედგება.