გორელ რესპუბლიკელ ლექსო ვალიაურს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემურნენ

გორელ რესპუბლიკელ ლექსო ვალიაურს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემურნენრესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელს ლექსო ვალიაურს, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებით დაემუქრნენ.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,დია”-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ვალიაურის საუბრიდან ირკვევა, რომ მასზე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟი როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში ხორციელდებოდა. ის ამტკიცებს, რომ ამის დასაბუთება შესაბამისი მტკიცებულებებით შეუძლია თუმცა, დეტალურად საუბარს და საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვას ჯერ არ აპირებს.

– მე ამ საკითხს ვახმაურებ ახლა იმიტომ, რომ ოდესმე უფრო ვრცლად მექნება საუბარი და გპირდებით, დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. შემიძლია დასაბუთება დოკუმენტალურად, ადამიანების დონეზე შემიძლია ამის თქმა, კონკრეტული დასაკითხი პიროვნებებიც შეიძლება არსებობდნენ, -აცხადებს ვალიაური.

ლექსო ვალიაური 10 წელზე მეტია რაც რესპუბლიკური პარტიის წევრია, ის განსაკუთრებული აქტიურობით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოირჩეოდა. მას შემდეგ რაც რესპუბლიკელები კოალიცია “ქართული ოცნების” რიგებს შეუერთდნენ.

ვალიაური “ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეც იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის გორის კულტურის ცენტრის დირექტორად დაინიშნა, თუმცა რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან გორის მერის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვალიაურმა მერის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მხარეებს შორის დავა ახლა გორის რაიონულ სასამართლოში გრძელდება.

ნიუპოსტი